Сообщения

Сообщения за июнь, 2023
Изображение
 ჩემი პირველი ღია გაკვეთილი. -      My first open lesson.   2023 წლის   14 თებერვალს  ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის  4 გ კლასში  ჩავატარე პირველი  საჩვენებელი ღია გაკვეთილი თემაზე „მუსიკა და ანიმაცია“.    გაკვეთილს დაესწრო კათედრის გამგე მაკა ჯანელიძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა   გაკვეთილს, მოსწავლეთა მომზადების დონეს.    On February 14, 2023, in the 4th grade of the 33rd public school in Kutaisi, I conducted the first demonstration open lesson on the topic "Music and animation".    The head of the department Maka Janelidze attended the lesson, who highly rated the lesson and the level of students' preparation.    
    მე გახლავართ ნინო დოღონაძე - საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის "ახალი სკოლის მოდელი"  მუსიკის საგნის ქოუჩი, რომელიც მუსიკის სწავლების ახალ ხედვას ვუზიარებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის მასწავლებლებს.  განათლების რეფორმამ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მუსიკის საგანს შესძინა. ქოუჩინგის პერიოდში მუდან მესმოდა მუსიკის მასწავლებლების განსხვავებული შეფასებები კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით: აღფრთოვანებული შეფასებებიდან დამთავრებული სწავლების ამ ახალი მეთოდის უარყოფამდე.  ალბათ სწორედ ამან განაპირობა ჩემი შესვლა საჯარო  სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. გამიჩნდა სურვილი  თავად მენახა, თუ რამდენად აქვთ მიმღებლობა მოსწავლეებს.  გავიარე შესარჩევი კონკურსი, როგორც ყველა კანდიდატმა და სექტემბრის თვიდან გავხდი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი.   მინდა ავღნიშნო. რომ გამიმართლა, რადგან სკოლა ფაქტიურად სრულადაა არჭურვილი ტექნიკურად, რაც იძლევა საშუალებას სრულყოფილად  იმუშავო კომპლექსურ დავალებებზე, თანმიმდევრულ...