Сообщения

Сообщения за январь, 2024
Изображение
      2023 წლის დეკემბრის თვეში ჩემს მიერ ჩატარდა ორი   საჩვენებელი ღია გაკვეთილი 3 კლასებში   თემაზე „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“    საკითხი - მუსიკით განწყობის გადმოცემა.    გაკვეთილის მიზანი იყო მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის მეჩვენებია სწავლა სწავლების შედეგები და განმემარტა, რომ სწავლების ახალი მოდელი სრულიად განსხვავებულად წარმართავს მუსიკის გაკვეთილს, რომ ამ საგანში თავს იყრის ბავშვის სხვადასხვა უნარები და რომ მუსიკა შეიძ₾ება ლოგიკურად ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგნებთან. გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქ-ნი თამარ ქობულაძე.    ამ ღია გაკვეთილებს ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა- როგორც ახალ გამოწვევას, რადგან წელს პირველად შევედი დაწყებითი საფეხურის ამ საფეხურზე - 3 კლასში. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოცდაც იყო, რომელმაც   წარმატებით ჩაიარა.   15 დეკემბერს ღია გაკვეთილი ჩატარდა   3 ა კლასში.   18 დეკემბერი -  3დ კლასი. აღსანიშნავია, რომ მშობლების ...