2023 წლის დეკემბრის თვეში ჩემს მიერ ჩატარდა
ორი საჩვენებელი ღია გაკვეთილი 3 კლასებში თემაზე „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ საკითხი - მუსიკით განწყობის გადმოცემა.
გაკვეთილის მიზანი იყო მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის მეჩვენებია
სწავლა სწავლების შედეგები და განმემარტა, რომ სწავლების ახალი მოდელი სრულიად განსხვავებულად
წარმართავს მუსიკის გაკვეთილს, რომ ამ საგანში თავს იყრის ბავშვის სხვადასხვა უნარები
და რომ მუსიკა შეიძ₾ება ლოგიკურად ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგნებთან. გაკვეთილს
ესწრებოდნენ მშობლები და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქ-ნი თამარ ქობულაძე.
ამ ღია გაკვეთილებს ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა- როგორც ახალ გამოწვევას,
რადგან წელს პირველად შევედი დაწყებითი საფეხურის ამ საფეხურზე - 3 კლასში. ჩემთვის
ეს ერთგვარი გამოცდაც იყო, რომელმაც წარმატებით
ჩაიარა.
15 დეკემბერს ღია გაკვეთილი ჩატარდა
3 ა კლასში.
18 დეკემბერი - 3დ კლასი.
აღსანიშნავია, რომ მშობლების მხრიდან იყო დიდი უკუკავშირი, ისინი თავად აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, რაც გაკვეთილის თემატიკით დაინტერესების და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვის დასტურად გამოდგება. სკოლის ხელმძღვანელობის მაღალი შეფასების პარალელურად ყველაზე დიდი შეფასება მშობელთა მადლიერი სიტყვები, თუ სამადლობელი მესიჯებია.
Комментарии
Отправить комментарий